,,ოსკარების” 98-ე დაჯილდოების პარალელურად, ელტონ ჯონმა თავისი შიდსთან ბრძოლის ფონდის (Elton John AIDS Foundation) 34-ე ყოველწლიური საქველმოქმედო საღამო გამართა.
საღამოზე რეკორდული 10.6 მილიონი დოლარი შეგროვდა.
ელტონ ჯონთან და მის მეუღლე, დევიდ ფერნიშთან ერთად, ღონისძიებას ნილ პატრიკ ჰარისი და დევიდ ბურტკა მასპინძლობდნენ.
წვეულება მუსიკალურად, ლოლა იანგმა გააფორმა.
საღამოს არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის დუა ლიპა საქმროსთან, კალუმ ტერნერთან ერთად, დონატელა ვერსაჩე და ადამ ლამბერტი დაესწრო.
ღონისძიება ტრადიციულად დასავლეთ ჰოლივუდის პარკში გაიმართა, სადაც სტუმრებს ,,ოსკარების” ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა და სპეციალურ აუქციონში მონაწილეობა შეეძლოთ.
აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გავრცელებული ამბების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
,,აგრძელებს ბრძოლას” – უახლესი ცნობები ელტონ ჯონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ცნობისთვის, Elton John AIDS Foundation (EJAF) არის ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აივ ინფექცია/შიდსის წინააღმდეგ იბრძვის. იგი 1992 წელს ბრიტანელმა მუსიკოსმა, სერ ელტონ ჯონმა მას შემდეგ დააარსა, რაც ამ დაავადებით რამდენიმე ახლო მეგობარი, მათ შორის ფრედი მერკური და რაიან უაიტი დაკარგა.
ფონდის მთავარი მისიაა აივ ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაცია მუშაობს დისკრიმინაციისა და სტიგმის აღმოფხვრაზე, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი ინფიცირების შემთხვევების პრევენციაზე.