LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპამ ენრიკე იგლესიასის ჰიტი – Hero ესპანურად შეასრულა

143
news-big-photo-1747096728

როგორც ცნობილია, დუა ლიპა მიმდინარე ტურნეს კონცერტებზე, საკულტო ჰიტებს საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებს. ამით არტისტი პატივს იმ ბენდებისა და შემსრულებლების შემოქმედებას მიაგებს, რომლებიც იმ ქვეყნებიდან არიან, რომელთაც ტურნეს დროს სტუმრობს.

აქამდე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გამართულ პერფორმანსებზე, ლიპამ ლოკალური სცენის ისეთი აღიარებული ჯგუფებისა და მუსიკოსების პოპულარული ჩანაწერები გადაამღერა, როგორებიც: AC/DC, ნატალია იმბრულია, კაილი მინოუგი, INXS, ლორდი და სხვები არიან.

დუა ლიპამ კაილი მინოუგის ჰიტი გადაამღერა

აღსანიშნავია, რომ 11 მაისიდან Radical Optimism Tour-ის ევროპული კონცერტების სერია დაიწყო, რომლის პირველი შოუთი მომღერალი, ესპანეთში წარდგა. გამონაკლისი არც მადრიდში ჩატარებული კონცერტი ყოფილა, რადგან საღამოზე მან პატივისცემა აგილობრივი კოლეგის, ენრიკე იგლესიასის მიმართ გამოხატა და ამ უკანასკნელის ჰიტის – Hero ესპანური ვერსია შეასრულა.

ჯენიფერ ლავ ჰიუტის თქმით, ენრიკე იგლესიასი სიმღერის – Hero კლიპში აალიას სიკვდილმა აატირა

ცნობისთვის, Radical Optimism Tour-ის ევროპული კონცერტების სერია, 27 ივნისიამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ დუა ლიპამ მესამე სტუდიური ალბომი – Radical Optimism, გასული წლის 3 მაისს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები