ბოლო ერთი კვირა 34 წლის ლედი გაგასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. როგორც იცით, ვარსკვლავის ძაღლები გაიტაცეს, მისი თანაშემწე კი მკერდში დაჭრეს. საბედნიეროდ ახლა ყველაფერი კარგადაა, ვარსკვლავის ძაღლები პოლიციაში უცნობმა ქალმა მიიყვანა. ქალს ძაღლების გამტაცებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაიან ფიშერიც ჯანმრთელობის მდგომარეობაც უმჯობესდება, უკანასკნელი ცნობებით, არტისტი მას 97 500 დოლარს გადაუხდის და მკურნალობის ხარჯებს სრულად დაუფარავს.
ფოტო: ლედი გაგა გატაცებულ ძაღლებს პირველად ხვდება – ინტერნეტსივრცეში პაპარაცული ფოტოები ვრცელდება
თავზარდამცემი ინფორმაცია ლედი გაგამ მაშინ გაიგო, როდესაც რომში რიდლი სკოტის ფილმის, „გუჩის“ გადაღებებზე იმყოფებოდა. ინსაიდერის თქმით, როგორც კი გაგამ აღნიშნული ამბავი შეიტყო, გადაღებები მყისიერად შეწყვიტა და სასწრაფოდ გაემგზავრა სახლისკენ.
„ახლა ის მოხარულია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა, ის სიცოცხლის ბოლომდე რაიან ფიშერის მადლიერი იქნება“, – აცხადებს ინსაოდერი.