პოპის დედოფალმა, მადონამ ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გაავრცელა. როგორც ირკვევა, ის ,,ოსკარების” დაჯილდოების შემდგომ გამართული, დახურული კონცერტის ერთ-ერთ ჰედლაინერი გახლდათ.
ფოტოზე 65 წლის ლეგენდარული არტისტი, როგორც ყოველთვის შთამბეჭდავი ლუქით იყო წარმოდგენილი. ვარსკვლავი წლევანდელი ოსკარების გამარჯვებულთან, კილიან მერფისთან ერთად პოზირებდა. როგორც ჩანს, მადონა სწორედ მას გულშემატკივრობდა.
ფოტოებში მომღერალს პოსტერი უჭირავს წარწერით: „დამანებეთ თავი, დავიაღალე“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საყვარელ მსახიობს შევხვდი, გამარჯვებას გილოცავ კილიან“, – წერს მადონა.
ფოტო: მომღერლები, რომლებიც ,,ოსკარების’” შემდგომ გამართულ წვეულებას დაესწრნენ
ვიდეო: უხერხული მომენტი მადონას კონცერტზე – პოპის დედოფალს ტორონტო ბოსტონში აერია