12 ივლისს რადიო „ფორტუნას’’ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM’’-ს ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე სტუმრობდნენ, რომელმაც ნატალია ქუთათელაძის ჩილეში წარმატებულ გასტროლებზე და 19 ივლისს ბათუმში, ბუბა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე ისაუბრეს.
– ქალბატონო ეკა, სულ კონტაქტზე ხართ ქალიშვილთან, როგორი განწყობა აქვს ნატალიას?
– საერთო ჯამში ოთხი სპექტაკლი ჩაატარა, ჩვენც ბედნიერები ვართ და თვითონაც კმაყოფილია. მართალია, ძალიან შორს – ჩილეს დედაქალაქში – სანტიაგოში მოუწია 6 კვირით გამგზავრება, მაგრამ მეუღლე და შვილიც მის გვერდით იყვნენ და ასე შეუმსუბუქეს შორეული მოგზაურობა.
– უამრავი კომენტარი გავრცელდა, პუბლიკამ დადებითად შეფასდა მისი კარმენი და დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა,
– ყოველთვის დიდი ბედნიერებაა შვილის წარმატება. მართლაც საოცარი გამოსვლა ჰქონდა და იმედი მაქვს სწორედ კარმენი იქნება დიდი წარმატების დასაწყისი.