LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან გავბრაზდი სამსახურში, რომ მივდიოდი, თუ არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ამ ომს ვერ მოვიგებთ – რატიანი

734
BeFunky-collage (6)

დღეს ძალიან გავბრაზდი სამსახურში, რომ მივდიოდი, რადგან უამრავი ავტომანქანა დადიოდა. არ ვიცი, სად მიდიოდნენ, მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ყველას: თუ ამ ეტაპამდე მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც ყველა ქვეყანას, მათ შორის წამყვან ქვენებს შურთ, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ნებისმიერი ექიმის დამსახურება იყო, მაგრამ დადგება მომენტი, თუ ადამიანები არ გავხდებით პასუხისმგებლიანი, ჩვენ ამ ომს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვიგებთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, სულ – 71

„აქედან გამომდინარე, თუ დავარღვევთ ამ ყველაფერს, ვივლით ქუჩაში, არ დავიცავთ ფიზიკურ დისტანციას და არ მივუთითებთ იმ ყველაფერს, რაც უნდა შევასრულოთ დაწვრილებით, ჩვენი ქვეყანა ამ ომს წააგებს და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმ უპასუხისმგებლო ადამიანების დამსახურება იქნება, რომლებიც ჩვენი მოსახლეობის ძირითადი მკვლელები იქნებიან“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

თუ წესებს არ დავიცავთ, 9 მაისისთვის ვვარაუდობთ, რომ გვეყოლება 2000 „კოვიდ“ პაციენტი – ჯანდაცვის მინისტრის პროგნოზი

თუ არ გავითავისებთ რეკომენდაციებს, მდგომარეობა შესაძლოა, დრამატულად განვითარდეს, ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს – ენდელაძე

შეგახსენებთ, მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მცირე ზომის ტაძრებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან – მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g