LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი – მისი დიაგნოზია თავის ტვინის სიმსივნე, ოპერაციის ჩატარება არის სასწრაფო, რადგან პირველივე სიმპტომის გამოვლენა შესაძლებელია იყოს პარალიზება ან სრული სიყრუე“ – 31 წლის ანა თოიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

196
ანა თოიძე

31 წლის ანა თოიძეს საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება – ახალგაზრდა გოგოს, რომლის დიაგნოზიც თავის ტვინის სიმსივნეა, ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც, მისი ოჯახის ახლობლების განცხადებით, დაახლოებით 8 000 დოლარი ჯდება.

საქველმოქმედო განცხადებაში, რომელსაც ანა თოიძის მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, აღნიშნულია, რომ ოპერაციის ჩატარება არის სასწრაფო, რადგან პირველივე სიმპტომის გამოვლენა შესაძლებელია იყოს პარალიზება ან სრული სიყრუე.

„ძალიან გთხოვთ, გააზიარეთ პოსტი.

31 წლის ანა თოიძეს სასწრაფოდ საზოგადოების დახმარება სჭირდება, მისი დიაგნოზი არის თავის ტვინის სიმსივნე, მას ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით 8 000 დოლარი ჯდება, ანას დაფინანსებაზე, სამწუხაროდ, უარი მოუვიდა.

თავის ტკივილების გამო მისულს ექიმთან სულ სხვა დიაგნოზი და სულ სხვა რეალობა დახვდა კვლევებზე, ოპერაციის ჩატარება არის სასწრაფო, რადგან პირველივე სიმპტომის გამოვლენა შესაძლებელია იყოს პარალიზება ან სრული სიყრუე. ოჯახს არ გააჩნია არანაირი სახსრები, ანასთვის ახლა თითოეული ლარი გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.

ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ 31 წლის გოგოს გადასარჩენად. მისი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის თქვენი, თითოეული ადამიანის გვერდში დგომა არის გადამწყვეტი. თურქეთიდან მივიღეთ კალკულაცია, რომელსაც ვურთავთ პოსტს. გთხოვთ, გააზიარეთ, დავუდგეთ გვერდში, თითო ლარი ვიღაცისთვის არაფერს, ანასთვის კი ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ნიშნავს. ვუთითებ პირადად ანას ანგარიშის ნომრებს, გთხოვთ, გავერთიანდეთ.

თიბისი ბანკი GE59TB7842845061100070

საქართველოს ბანკი – GE42BG0000000042187100

მიმღები: ანა თოიძე “ – წერია განცხადებაში, რომელსაც სოფიო ბასილაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ძალიან გთხოვთ გააზიარეთ პოსტი❣️❣️❣️🆘🆘🆘📢📢📢 #გააზიარეთ #სასწრაფოდ 31 წლის ანა თოიძეს, სასწრაფოდ საზოგადოების დახმარება…

Posted by Sopio Basilashvili on ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g