LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია“ – ირაკლი კობახიძე

122
ირაკლი კობახიძე

„საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი.

მისი თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია“:

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ ამერიკული “ფარას” კოპირების გადაწყვეტილება – უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება აშშ-ში “ფარას” კანონის შერბილებას, აქ შეიძლება ერიოს “დიფ სთეითის” ხელი, ამას მომავალი გვიჩვენებს

„ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც აშშ-ის საელჩო მწარედ აკრიტიკებდა წინა ადმინისტრაციის დროს.

კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვდა – არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი წლიური ფინანსური ანგარიშების წარდგენას. აი, ამაზე განაცხადა აშშ-ის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა ამ კანონის დამტკიცებით.

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი გზავნილები ახალი ადმინისტრაციისას ემთხვევა და იდენტურია. რა თქმა უნდა, ეს ამბები ძალიან ოპტიმისტურად განგვაწყობს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის აღდგენის მიმართ. წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g