LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან გვიჭირს პირადი საზღვრების დაცვა“ – ჯიჯი ჰადიდი ბრედლი კუპერზე პირველად ალაპარაკდა – მოდელი „ვოგის“ გარეკანზე

184
page

ჯიჯი ჰადიდი გამოცემა „ვოგის“ საგაზაფხულო ნომრის სტუმარია. 29 წლის მოდელმა ფოტოობიექტივის წინაშე საოცრად დახვეწილი სამოსით იპოზიორა. მთავარ ფოტოზე მას „ვალენტინოს“ ჰაეროვანი კაბა ამშვენებს. მან აგრეთვე ისეთი ბრენდების სამოსი მოირგო, როგორებიცაა: „შანელი“, „პრადა“, „დიორი“ და „მიუ მიუ“.

ულამაზესი ჰოლივუდური წყვილი – ბრედლი კუპერმა და ჯიჯი ჰადიდმა მოდელის მამასთან ერთად ივახშმეს

ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა ინტერვიუში თავის მეგობარ მამაკაცზე, ბრედლი კუპერზე პირველად ისაუბრა.

„ბრედლის დამსახურებაა, რომ ჩემს ცხოვრებაში თეატრი დაბრუნდა, ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ზოგადად, ძალიან გვიჭირს პირადი საზღვრების დაცვა. მინდა მჯეროდეს, რომ როცა ჩვენ ერთად მივდივართ სადმე, ვინც დაგვინახავს, არ გაიქცევა და რომელიმე ტაბლოიდს არ მოუყვება ამას“, – ახადებს ჰადიდი.

ცნობისთვის, ჯიჯი და ბრედლი კუპერი 2023 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს. წყაროს ცნობით, წყვილს საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა აქვს.

ვიდეო: „ცხელი წყვილი“ იდენტურ სამოსში – ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის იშვიათი გამოჩენა

ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის ოჯახური დასვენება იტალიაში – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები