LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან რთულია, იყო ქრისტეს მღვდელი… ამ გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ თქვენ მაძლევდით ძალას, რომ უკან არასოდეს დამეხია და ღვთის წიაღში მთელი არსებით მემსახურა“ – მამა შალვა კეკელია დღეს იუბილარია

149
მამა შალვა კეკელია (1)

„ღმერთმა შემაძლებინოს, სიწმინდით და პატიოსანი მღვდლობით დავიხარჯო თქვენთვის“ – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია „ინსტაგრამში“ წერს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დღეს იუბილარია. როგორც დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ საზოგადოება აძლევს ძალას, რომ „უკან არასოდეს დაიხიოს და ღვთის წიაღში მთელი არსებით იმსახუროს“

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის, თქვენ მაძლევთ ძალას და უდიდეს შემართებას, რომ ვემსახურო ღმერთს, სამშობლოს და ადამიანს

ღმერთმა შემაძლებინოს, სიწმინდით და პატიოსანი მღვდლობით დავიხარჯო თქვენთვის.
ძალიან რთულია, იყო ქრისტეს მღვდელი… ამ გზაზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ თქვენ მაძლევდით ძალას, რომ უკან არასოდეს დამეხია და ღვთის წიაღში მთელი არსებით მემსახურა.
გაუფრთხილდით ყველა წუთს და წამს …განსაკუთრებით ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი… გაუფრთხილდით ერთმანეთს… სიყვარულით სავსე გულში, მხოლოდ ღმერთი მკვიდრობს“ – წერს მამა შალვა კეკელია.

სასულიერო პირი საზოგადოებისგან გულთბილ მილოცვებს იღებს:

„სიყვარულის მოძღვარო მამაო შალვა!!! გილოცავთ დიდი სიყვარულით!!!!
მრავალჟამიერ თქვენი მყოფობა ჩვენ გულებში და ჩვენ ცხოვრებაში…“

„გილოცავთ, დიდი პატივისცემით მამა შალვა!  „ესრეთ ბრწყინავდნენ ნათელი თქვენნი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი, და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“ მრავალჟამიერ სიცოცხლეს, ჯანის სიმრთელეს და სულიწმინდის მოუკლებელ მადლს გისურვებთ! დეკანოზობა და მოძღვრობა თქვენი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმა, სასუფეველსა თვისსა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე…“

„მრევლი გიმრავლოთ მამაო, ისე, როგორც ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკლავიი…თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩემი უფროსი ქალიშვილის სულიერ ცხოვრებაშიი, უღრმესი მადლობა ამისთვის, რომ არა,თქვენ ის ვერ გაუმკლავდებოდა ანგელოზი გაბრიელის ტანჯვა წამებას წლების განმავლობაში….თქვენ სულიერად განამტკიცეთ მაგი…!მან ხომ 1486 დღე და ღამე ფეხზე გაატარა უძილოდ ნახევრად უჭმელი, ღვთისნება იყო ალბათ, რომ თქვენ შეგახვედრათ,რადგან აუცილებლად უნდა გადარჩენილიყოო…მერე იყო მონათლეთ მისი ორი ვაჟი დემეტრე და ცხონებული უფლის ანგელოზი გაბრიელიიი ♡ გულით გილოცავთ იუბილეეეს ♡“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიას❤️❤️ მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე💕💕

Posted by თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი on ორშაბათი, 17 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g