19 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 29 აპრილს დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე ისაუბრა და ორი ახალი სიმღერა – „ჩემი გზა“ და „ლურჯი ზღვა“ შესთავაზა რადიომსმენელს.
მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი 29 აპრილს გაიმართება
? მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრად ,,ფორტუნაში” თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში ,,არტ-FM”.
? პრემიერა: ,,ჩემი გზა” | ლურჯი ზღვა.Posted by Radio Fortuna FM 106,9 on სამშაბათი, 19 აპრილი, 2022
– ბატონო მერაბ, როგორ ემზადებით გრანდიოზული კონცერტისთვის?
– რა თქმა უნდა, პანდემიით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა, რომ ნელ-ნელა ისევ ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებით. მართალია, ორი წლის მანძილზე რადიკალურად შეიცვალა სამყარო, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება მუსიკისა და მსმენელის მიმართ, მაინც არ შეცვლილა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასშტაბური კონცერტის მოწყობა, რომელშიც ჩემი მეგობრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

– ვის შესთავაზეთ კონცერტში მონაწილეობა?
– ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დუეტები შედგება და რეპერტუარიც კმაყოფილი დარჩება მსმენელი. კონცერტში „ალილო“, „თეატრალური კვარტეტი“, „ქართული ხმები“და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც კონცერტის ორგანიზებაში დამეხმარა და უანგაროდ გადაწყვიტა მასში მონაწილეობა.
– რას ეძღვნება სიმღერა „ჩემი გზა“?
– ძალიან მომწონს ლილიკო ნემსაძის და ირინა სანიკიძის ეს სიმღერა, რადგან ზუსტად მერგება და ზუსტად ამბობს ჩემს სათქმელს.

– როგორ შეიქმნა „ლურჯი ზღვა“?
– სიმღერა გია მაჭარაშვილს და ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე და გია წლებია ვმეგობრობთ და ვმუშაობთ ერთად, რადგან ერთნაირად ვფიქრობთ და ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს. ვფიქრობ, „ლურჯი ზღვა“ უფრო განწყობის სიმღერაა, რომელიც ძალიან მოუხდება ზაფხულს.
