რეპერმა Puff Daddy-მ 55 წლის იუბილე ციხეში აღნიშნა. მუსიკოსი და ყველაზე დიდი წვეულებების ავტორი, საკუთარ დაბადების დღეს ბრუკლინის იზოლატორში შეხვდა, ასევე გავრცელდა ფოტო, თუ როგორი იყო მისი მენიუ დაბადების დღეზე. ტორტის ნაცვლად, მას ციხის ადმინისტრაციამ ძეხვი, ორი ორცხობილა და უცხიმო რძე შესთავაზა. მუსიკოსს უარი უთხრეს ყავაზე, რადგან ის კვირის ბოლომდე არ იქნება ხელმისაწვდომი, საუზმე კი მრთელი კვირის მანძილზე ერთი და იგივე ექნება.
ამ დრომდე უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა სკანდალური წვეულების ორგანიზატორსა და უმძიმეს ბრალდებებში ეჭვმიტანილ Puff Daddy-ის ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მას ტორტი არ შეუტანეს. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ციხის საკვების გამო დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
Puff Daddy-ის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული მუსიკოსი ციხის საკვებით უკმაყოფილოა
ხალხი ფიქრობს, რომ Puff Daddy-მ გაქცევა შეძლო, ციხეში კი, მისი ორეულია