LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძილის პრობლემების მქონე ადამიანებს კვების რჩევები მისცეს

111
1568420

გასტროენტეროლოგებმა განაცხადეს, რომ ბევრ ადამიანს ეშინია ძილის წინ წახემსების, თუმცა არსებობს პროდუქტები, რომლებიც მოდუნებასა და სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ.

იმ ადამიანებს, რომლებსაც ძილის პრობლემები აქვთ, ურჩევენ საღამოს რაციონში ბანანი ჩართონ. ის შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს და ტრიპტოფანს, რომლებიც კუნთებს ადუნებენ და ხელს უწყობენ ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას. ასევე სასარგებლოა ძილის წინ ალუბლის მირთმევა.

ექიმების რჩევით, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად, საღამოს შეგიძლიათ დალიოთ თბილი რძე ცოტა თაფლით. გარდა ამისა, მენიუში შეგიძლიათ დაამატოთ უცხიმო ხაჭო, იოგურტი, თხილი, მთლიანი მარცვლეულის პური ინდაურის ხორცით, მცენარეული ჩაი ლიმნით, ლავანდით ან გვირილით.
ამავდროულად, უმჯობესია უარი თქვათ კოფეინზე, შავ შოკოლადზე, ალკოჰოლზე, გაზიან სასმელებზე, პარკოსნებზე, კომბოსტოზე, მარილიან და ცხარე საკვებზე ძილის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები