დიღმის მასივში, მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
აფეთქების ფაქტი “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს თუმცა, უცნობია ნამდვილად გაზის გაჟონვას მოჰყვა თუ არა ის.
“აფეთქება ხუთსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. რა აფეთქდა ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ჩამოშლილია კედელი. დაშავებულების შესახებაც არ გვაქვს ამ დროისთვის,”- განაცხადეს “ფორტუნასთან” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ. ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა ძალიან ძლიერი იყო.