LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი, ახალი და სარბოლო Dodge Charger აეროდინამიურ მილში შეადარეს

54

YouTube-ის TheVideoChef-ის არხზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, სადაც სამი ავტომობილის აეროდინამიკას აჯიბრებენ: კლასიკური Dodge Charger 1960-იანი წლების ბოლოდან, სარბოლო ვერსია Daytona და თანამედროვე სედანი Charger Hellcat. ცდები ონტარიოს ტექნიკური უნივერსიტეტის აეროდინამიკურ მილში ჩატარდა.

ცდებმა აჩვენეს, რომ სერიულ კლასიკურ ”ჩარჯერთან” შედარებით 1969 წლის სარბოლო ”დაიტონას” აეროდინამიკურმა გაუმჯობესებამ ავტომობილის სტაბილურობა გამოიწვია.

ამასთან, Charger Hellcat-ის აეროდინამიკა ისეთია, როგორიც ”დაიტონას” უზარმაზარი აეროდინამიკური ფრთის წაყალობით აქვს, თანამედოვე მოდელი კი ამას მცირე სპოილერით ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები