LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძვირფასო ჯარისკაცებო და პოლიციელებო! უამრავი თქვენი კოლეგა, დღეს ნიუ იორკის ქუჩებში ტაქსის მძღოლია.. გთხოვთ, ნუ დაკარგავთ ადამიანობას..“ – ნანა გეგეჭკორი

167
BeFunky-collage

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რითაც ეხმაურება „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს.

„ძვირფასო ჯარისკაცებო და პოლიციელებო!

უამრავი თქვენი კოლეგა, დღეს ნიუ იორკის და ამერიკის სხვა ქალაქების ქუჩებში ტაქსის მძღოლია. მექსიკის საზღვრის არალეგალურად გადმოკვეთით, სიცოცხლის რისკის ფასად შემოდიან განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რათა შვილები გამოარიდონ შიმშილს, უსამართლობას და უპერსპექტივობას. ეს სიგიჟე რომ დასრულდეს ქვეყანაში იმისთვის დგანან მშვიდობიანი პროტესტანტები ახლა თქვენს წინ და არ უშინდებიან თქვენგან მომავალ სასიკვდილო საფრთხეს, რათა საკუთარი და თქვენი შვილების დაცული და უსაფრთხო მომავალი გადაარჩინონ.

ექიმის რჩევები მოქალაქეებს: როგორ მოვიქცეთ, თუ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

7 მარტს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიან მოქალაქეების წინააღმდეგ, პოლიციამ და სპეციალური რაზმის ქვედანაყოფებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ნუ დაკარგავთ ადამიანობას და ნუ გაისვრით ხელს საკუთარი მოქალაქეების სისხლში. თქვენ მათი დაცვა გევალებათ კანონით და არა დასისხლიანება.

ძალიან გთხოვთ, დადექით მათთან ერთად და უზრუნველყავით თქვენი შვილების ევროამერიკული პერსპექტივა, თქვენი მოხუცების ღირსეული სიბერე და პატივი ეცით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს, ვინც თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა ათწლეულების მანძილზე.

გთხოვთ, დადექით მათ გვერდით, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ თქვენ არ გიხდებოდეთ გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან და სიცოცხლის რისკის ფასად თავისუფლების კუნძულზე მოხვედრაში არ ხარჯავდეთ ახალგაზრდობის საუკეთესო, ყველაზე პროდუქტიულ წლებს.

საქართველო რომ იქცეს თავისუფლების კუნძულად ამისთვის იბრძვიან ის გოგო-ბიჭები, რომლებიც ახლა თვალებში გიყურებენ კბილებამდე შეიარაღებულებს..

სახლში ხომ უნდა დაბრუნდეთ, შვილებს როგორ მიუტანთ ამ ძალადობით მოპოვებულ ლუკმას!
გთხოვთ, დარჩით ადამიანებად და დაიცავით საკუთარი სამშობლოს კონსტიტუცია!

კონსტიტუცია გვავალდებულებს ყველას, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს ევროპული

მომავლისთვის!

გთხოვთ..“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს ე.წ გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

წუხელ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს.

„ქართველი ხალხის ხმას ცრემლსადენი გაზითა და სხვა საშუალებებით ახშობენ” – ნედ პრაისი

„მახსენებს უკრაინაში მაიდანის დროს“ – ვიოლა ფონ კრამონი თბილისის აქციაზე

ევროპარლამენტარი: ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი, საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნებად უნდა მიიღოს

„ამ ქვეყნის მომავალი დგას საფრთხის წინაზე…“ – კახა კინწურაშვილი

„მივუსამძიმრებ, რომ ასეთები გაზარდეს..“ – თამრიკო ჭოხონელიძის მიმართვა სპეცრაზმელების დედებს

„მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოდნავ მაინც შეაფერხებს ქვეყანას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე – პარლამენტის ფანჯარაში გადმოყუდებული წითელკურტკიანი ჩემი შვილია კამერით“ – ავთო ვარსიმაშვილი

 

magti 5g