„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ამიტომ ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა.
„რაც შეეხება იმას, ვინ შევა დამატებით პარლამენტში ან ვინ არა, ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს იქედან გამომდინარე, რომ ე.წ. ხელოვნური კრიზისი უკვე დაძლეულია, ეს შარლ მიშელმა განაცხადა. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში, აქედან გამომდინარე, ეს უკვე არსებითად აღარაფერს ცვლის“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, თუ ვინმეს აქვს სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, ბუნებრივია, მის წინააღმდეგ წარიმართება ნებისმიერი სისხლის სამართლის გამოძიება, რადგან ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია“.