LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ედი რედმეინი სერიული მკვლელის როლში  – მსახიობი ჯესიკა ჩესტეინთან ერთად ახალი ფილმის პრემიერაზე

105
ედი-რედმეინი,-ჯესიკა-ჩესტეინი

ლონდონის კინოფესტივალზე ტობიას ლინდჰოლმის ახალი ფილმის „კარგი ექთნის“ პრემიერა შედგა, რომელიც გადაღებულია 2013 წელს გამოსული ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით.

ფილმში მთავარ როლებს ედი რედმეინი, ჯესიკა ჩესტეინი და კიმ დიკენსი ასრულებენ. თავად ფილმი სერიული მკვლელის, ჩარლზ კალენის ამბავს გვიყვება, რომელმაც საავადმყოფოში მუშაობისას, 300 პაციენტი მოკლა. ის 16 წლის მანძილზე პენსილვანიის საავადმყოფოში ექთნად მუშაობდა. სწორედ მის როლს განასახიერებს ფილმში ედი რედმეინი. რაც ეხება პრემიერას, მას ედი მეუღლესთან, ჰანასთან ერთად დაესწრო.  წყვილს წითელ ხალიჩაზე შეუდარებელი ჯესიკა ჩესტეინიც შეუერთდა, რომელიც ულამაზეს სტაფილოსფერ კაბაში იყო გამოწყობილი.

ჯესიკა ჩესტეინმა წითელ ხალიჩაზე „გუჩის“ ატლასის კაბაში გაიბრწყინა

ფოტო: ჯესიკა ჩესტეინმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

„ტრანსგენდერის როლი არ უნდა შემესრულებინა“ – ედი რედმეინი სკანდალური ფილმის „დანიელი გოგო“ შესახებ ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები