LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა გიგაური: ცოტა ხანში ვნახავთ, შსს-ს აქვს თუ არა ინფორმაცია ჩვენს საზღვარზე ადამიანების გადაადგილებასთან დაკავშირებით

81
ეკა გიგაური

„ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

ეკა გიგაურის შეფასებით, სახელმწიფომ, სადაც ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ უნდა გააკონტროლონ საზღვრები.

„პირველ რიგში, ალბათ უნდა ვიმსჯელოთ იმ ოფიციალური განცხადებით, რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამინისტრომ თქვა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს. პრინციპში, სულ ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თუ არ აქვთ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შსს ვერ აკონტროლებს სიტუაციას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები