ეკა კახიანი 16 იანვარს იუბილარი გახლდათ. როგორც ვიკიპედიაშია მითითებული, მისი დაბადებიდ წელი 1964-ია, შესაბამისად, მომღერალი 56 წლის გახდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასაკი მას საერთოდ არ ეტყობა და არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ეკამ დაბადების დღე თავისი ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა. სოციალურ ქსელში მომღერალმა სამ ქალიშვილთან, ნინისთან, ქეთოსა და ანასტასიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დაბადების დღეზეა გადაღებული.