LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერია: „ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ სულ ერთად გვინდა ყოფნა…“

13580
ekaxoferia

ეკა ხოფერია ჟურნალ „სარკეს“ პირად ამბებს მეუღლესთან, ექიმ მიშა ხუჯაძესთან ერთად უყვება. შეხმატკბილებულმა წყვილმა გაცნობიდან წელიწადსა და ორ თვეში იქორწინა.

როგორც ეკა აღნიშნავს, თავიდან არ ეგონა, რომ ეს ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდებოდა, თუმცა შეხვედრებიდან ორ თვეში ცხადი გახდა, რომ ურთიერთობა ოფიციალურ სახეს მიიღებდა.

ეკა ხოფერია:

„კრიზისული პერიოდი არ გვქონია. თანაცხოვრების დროს იყო ადაპტაციის მომენტი, ცოტა ეჭვიანობა, მაგრამ როცა რწმუნდები, რომ გიყვარს და უყვარხარ, მერე ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც დრო გადის, უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ცხოვრება. არც აკრძალვები მაქვს…

როცა თავისუფალი დრო გვაქვს, მიშკას უნდა, რომ სულ ერთად ვიყოთ. ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ სულ ერთად გვინდა ყოფნა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები