LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ხოფერიას 14 წლის წინანდელი ფოტო შვილთან ერთად – „კარგი მოგონებები…“

284

ეკა ხოფერია აქვეყნებს ფოტოს, რომელიც გამოუგზავნეს და 14 წლის წინაა გადაღებული, მის პირველ შვილთან, ანანო ლევიძესთან ერთად. მას დედა მოფერებით ნუნიკას ეძახის.

2002 წელი. დიმა ჩიკვაიძემ გადაგვიღო გამოფენისთვის მე და ნუნიკას. სად გადაგიღოთო და სახლში რემონტი მაქვსმეთქი, გადასარევიო და ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში პირველი პროფესიონალური ფოტო. მერე „ამარტამ“ დაბეჭდა. ფოტოს ვეძებდი და დღეს სრულიად უცნობმა გოგონამ გამომიგზავნა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თემისთვის ძველ ჟურნალებს ვათვალიერებდიო და მომეწონაო. კარგი დღე ყველას და კარგი მოგონებები…“ – აღნიშნავს ეკა სოციალურ ქსელში.

ანანო ტელეწამყვანს გიორგი ლევიძესთან პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

eka xoferia Sviliu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g