ეკა კვალიაშვილი „ღამის პრაიმ ტაიმთან“ საუბრობს, რომ სკოლებში „ექიმის საათის“ დაკანონების წინააღმდეგია.
“სკოლაში ექიმის საათის წინააღმდეგი ვარ “ ეკა კვალიაშვილი
⭕ “სკოლაში ექიმის საათის წინააღმდეგი ვარ “ ეკა კვალიაშვილი
Posted by Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი on Tuesday, October 11, 2022
ეკა კვალიაშვილი:
„ექიმის საათი“ რომ დაკანონდეს სკოლაში, ვიღაც შევიდეს სკოლაში და რაც უნდა, ის წაუკითხოს პირველ, მეორე და მესამე კლასელებს, ამისი აბსოლუტური წინააღმდეგი ვარ…“
ეკა კვალიაშვილს უპასუხა ფსიქოლოგმა მაია ჯიბუტმა, რომელმაც აღნიშნა: „გეტყვით, რა არის „ექიმის საათი“. ექიმმა დამრიგებელთან ერთად უნდა წაიყვანოს ეს გაკვეთილები, რაც ეხება ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, ემოციების კონტროლს, ბავშვების უსაფრთხოებას. გახშირებულია სექსუალური შევიწროება და ამაზე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია“.
ეკა კვალიაშვილი:
„მოსულია ჩემს ყურამდე დაახლოებით და ვიცი, რომ გენდერული თანასწორობა, სქესის შერჩევითობა – ამაზეც არის ლაპარაკი. ამის შემოპარებები რომ იყოს, ვიღაც ექიმების მხრიდან, ეს არ მინდა…“
ეკა კვალიაშვილი: „თუ ვინმესთვის მისაბაძი ვარ, მაშინ გათხოვდნენ სამჯერ…“