LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელეგანტურობის პიკი – 76 წლის მერილ სტრიპი წითელ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში საკულტო ფილმის გადაღებებზე

177
page

საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები აქტიურ ფაზაშია. ამჯერად მერილ სტრიპმა კაპუჩინოსფერი „თრენჩი“ მოირგო, აღნიშნულ იმიჯს კი შავი კლასიკური შარვალი, კუბოკრული პერანგი და წითელი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. 76 წლის ლეგენდა როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა.

„მოდის სამყაროს დაუნდობელი დედოფალი“ – 76 წლის მერილ სტრიპი Met Gala-ს სცენის გადაღებისას ბრწყინავს

ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს მირანდა პრისლის კარიერულ გამოწვევებზე. ის ემილი ბლანტის პერსონაჟს დაუპირისპირდება, თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა მაღალ პოზიციაზე მუშაობს მდიდრულ ბრენდში.

ფილმის რეჟისორი კვლავაც დევიდ ფრენკელია, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა. მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს შედგება.

ვიდეო: მირანდა პრისტლი დაბრუნდა! – შეუდარებელი მერილ სტრიპი, ცივი და გამჭოლი იერით, „ეშმაკი ატარებს პრადას“ გადასაღებ მოედანზე ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები