LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრომობილების დამტენები ფასიანი ხდება: ტარიფები იანგარიშება წუთობრივად

279
15677b6e7aa46-5e75-423d-b5d1-45f2e8ca6c67

საქართველოში ელექტრომობილების დამტენების ნაწილი ფასიანი ხდება, – განცხადებას ამის შესახებ თავად კომპანია E-Space ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 100 კილომეტრის დასაფარად საჭირო ელექტროენერგიის მიღებას 8-9 ლარი დასჭირდება.

„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყება ჩვენს ქსელში არსებული მე-2 დონის დასამუხტი სადგურების ეტაპობრივი გაფასიანების პროცესი. ტარიფები იანგარიშება წუთობრივად და განისაზღვრება ელექტრომობილის მიერ მოხმარებული სიმძლავრის შესაბამისადთქვენი ელექტრომობილისთვის განკუთვნილი დამუხტვის ტარიფის დასადგენად, იხელმძღვანელეთ ტარიფების ჩამონათვალში მოცემული სიმძლავრეების დიაპაზონით.

ტარიფების ნახვას შეძლებთ ჩვენს აპლიკაციაში მას შემდეგ, რაც კონკრეტული დამტენი გახდება ფასიანი. გაფასიანებული დამტენების შესახებ ინფორმაციას მიიღებთ როგორც სმს-ის სახით, ასევე ჩვენი ფეისბუქ გვერდის საშუალებით. მადლობას გიხდით ნდობისთვის და ერთგულებისთვის!“, – ნათქვამია E-Space-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, E-Space-ი აერთიანებს ელექტრომობილების დამტენების ქსელს. პირველი საჯარო დამტენი კომპანიამ საქართველოში 2016 წელს განათავსა, როდესაც ჯერ კიდევ 5 ელ.მობილი იყო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში გაზრდილია. 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 2 400-ზე ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც E-Space-ის მონაცემებით, რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე საუკეთესო შედეგია. ამ დროისთვის საქართველოში 150-ზე მეტი დამტენია დამონტაჟებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები