ელექტრომობილებზე მოთხოვნა იმატებს, ჩვეულებრივ ავტომობილებზე კი იკლებს. ამერიკულმა საკონსულტაციო კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაადგინა, რომ სულ რაღაც 12 წელიწადში ელ-მობილები უფრო დიდი რაოდენობით გაიყიდება, ვიდრე ტრადიციული ავტომობილები.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ ყველაზე დიდ ბაზრებს : ევროპას, აშშ–სა და ჩინეთს ეხება.
სპეციალისტებმა ისიც ივარაუდეს, რომ 2045 წლისთვის შიდა წვის ძრავის მქონე მანქანების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 1%-მდე შემცირდება. მანამდე კი მწარმოებლებს მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით წესებს გაუმკაცრებენ, არაეკოლოგიურ ტრანსპორტზე კი გადასახადს გაზრდიან.
კვლევაში ისიცაა ნათქვამი, რომ ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებლით ლიდერი ევროპა იქნება, ყოველ შემთხვევაში 2031 წლამდე მაინც, ამის შემდეგ კი მის ადგილს ჩინეთი დაიკავებს.