LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: ჩემდა აუხსნელად, დავით არახამია თავს არ ზოგავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აუგად მოიხსენიოს

149
ალეკო და არახამიოა

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა  უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას მიმართვაზე, სადაც მან აღნიშნა: „პატივცემულო ქართველებო, თუ სამწუხაროდ, თქვენ ჯერ არ გყოფნით ძალისხმევა, რომ დამოუკიდებლად მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია, ჩვენ დაგეხმარებით“.

ელისაშვილის თქმით, არახამიას განცხადებები ძალიან გაუგებარი და გულდასაწყვეტია.

არახამია: როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან.. ძვირფასო ქართველებო, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით

„უკრაინა ჩვენს საერთო მტერს ებრძვის. წესით, ახლა საქართველო და უკრაინა მხარდამხარ უნდა იყვნენ. ამ ისტორიულ მომენტში ერთმანეთს უნდა ვაძლიერებდეთ, მაგრამ ამის ნაცვლად რა ვიღებთ? – ამ ქმედებებს არც „ქართული ოცნება“ აკლებდა და არც სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება თავს არ ზოგავს, რომ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები გაფუჭდეს.

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები რუსეთს ახარებენ ურთიერთობის გაფუჭებით. ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ისეთი ლანძღვა აღარ იყო, რაც ადრე იყო, მაგრამ ჩემდა აუხსნელად, დავით არახამია თავს არ ზოგავს, რომ საქართველოს ხელისუფლება აუგად მოიხსენიოს. ამას რატომ აკეთებს, ვერ ვხსნი და ვერ ვხვდები, რადგან ურთიერთობები ფუჭდება და ჩვენი საერთო მტერი ხარობს.

თან, ასეთ ბრძოლასა და გაჭირვებაშია და დავით არახამიას საქართველოს სალანძღავად რატომ სცალია, ეს ვერ ამიხსნია. ხომ შეიძლება, რომ არაფერი თქვას, მაგრამ არათუ არ ამბობს, არამედ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, როგორც არახამია, ასევე „ქართული ოცნება“. ეს გულდასაწყვეტია, რადგან იმის ნაცვლად, რომ ურთიერთობები შენარჩუნდეს, პირიქით აფუჭებენ“, – განაცხადა ელისაშვილმა „პირველ არხთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეტევა უკრაინაში გადაიტანოს და იქიდან შემოუტიონ.

15 კაციანი სიიდან 12 ქართველია – ვის სანქცირებას ითხოვს უკრაინა

„აქაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს რომ ვერ ასხვავებს. „ქართული ოცნება“ ძალიან არ მომწონს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს და ამ მძიმე პერიოდში ხელისუფლებაზე შემოტევაზე საქართველოს მიმართ შეტევაა და ქვეყნის იმიჯი ზიანდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოვლენებს პარტიული ჭუჭრუტანიდან უყურებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ზარქუა არახამიაზე: პასპორტს იმიტომ ართმევენ, უსაქმური ხარო.. ეს ადამიანი დასაქმდა საქართველოს პრობლემებით?! ასეთ ადამიანზე მაკარგვინებთ დროს?!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g