LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ოცნება“ ცეცხლს ბენზინს და ნავთს ამატებს – რუსეთი თვალწინ გვეფშვნება, კისრის ტეხით გამორბის მთელი რუსეთი აქეთ და ვიღას აწონებენ თავს, ვერაფრით ვხვდები

51
ალეკო ელისაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ეხმიანება.

„ოცნებიდან” წასულებს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, მოძრაობის გაფართოება, რათა მეგობარი ქვეყნები უფრო მეტად ლანძღონ, დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია:

„არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ცეცხლს რომ ბენზინს და ნავთს ამატებს „ქართული ოცნება”, ამას ვხედავ. ანტიდასავლური რიტორიკა, ჩვენი გულითადი მეგობარი ქვეყნების ლანძღვა, როგორც დაიწყო ამ ოთხეულმა და ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ, ძალიან დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია. ამ თამაშს რატომ უმატებენ და ცეცხლში მეტ ნავთს რატომ ასხამენ, ვერაფრით ვერ ვხვდები.

ეს არის ძალიან საშიში თამაში. როცა ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევი, მეორე მხარეს უნდა ასიამოვნო, ეს მეორე მხარე არის რუსეთი, არაპრაგმატულიც არის, ეს რუსეთი თვალწინ გვეფშვნება, კისრის ტეხით გამორბის მთელი რუსეთი აქეთ საქართველოში და ვიღას აწონებენ თავს, ვერაფრით ვხვდები.

სინამდვილეში ისინი აზიანებენ ქართული სახელმწიფოს ინტერესს, ოთხნი აზიანებდნენ და ახლა უფრო მეტნი დააზიანებენ. ამ 30 წლის განმავლობაში თუ გადავრჩით, საქართველო გვქვია და არა როსტოვის ოლქის რომელიღაც გუბერნია, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დამსახურება. როცა რუსული ტანკები თბილისს მოუახლოვდნენ, ჩვენ ვერ გავაჩერეთ, გააჩერეს უცხოელებმა“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი ხდება, რომ მოძრაობა „ხალხის ძალა“ ფართოვდება – „ქართული ოცნება“ კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვა და ახალ მოძრაობას შეუერთდა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g