25 მარტს, სერ ეტონ ჯონს 74 წელი შეუსრულდა. ლეგენდარულმა მუსიკოსმა „ინსტაგრამ“-გამომწერებს სადღესასწაულო ტორტის ფოტო გაუზიარა და ისიც აღნიშნა, რომ მას საუკეთესო დაბადების დღე აქვს. გამორჩეულად მიულოცა იუბილე ელტონს მეუღლემ.
„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს უნიკალურ მეუღლეს, მე მიყვარს შენთან ჩემი ცხოვრების გატარება, მუშაობა და შვილების აღზრდა“,- დაწერა დევიდ ფერნიშმა.
მუსიკოსს მსოფლიო ვარსკვლავებმაც მიულოცეს დაბადების დღე. მათ შორის იყვნენ, ვიკტორია და დევიდ ბექჰემები, დონატელა ვერსაჩე და ჯონის სხვა ცნობილი მეგობრები.