როგორც ჩანს, ჰოლივუდში კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწილის სამზადისია. საუბარია 31 წლის ემა სტოუნსა და 34 წლის დეივ მაკკერიზე. რამდენიმე საათის წინ, დეივმა საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ემა ნიშნობის ბეჭდის დემონსტრირებას ახდენს. ცნობისთვის, ახალი ჰოლივუდური წყვილისთვის ეს ქორწინება პირველი იქნება.
წყვილი ერთმანეთს ორი წელია ხვდება, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისამდე თავიანთ რომანს საიდუმლოდ ტოვებდა. შეგახსენებთ, ემა სტოუნი მანამდე 5 წელი მსახიობ ენდრიუ გარფილდს ხვდებოდა, განშორების შემდეგ მათ მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება მოახერხეს.