„ლა ლა ლენდის“ ვარსკვლავი, ემა სთოუნი პოპულარული მოდური ბრენდის სახე პირველად გახდა. ოსკაროსანი მსახიობი „ლუი ვუტონის“ ახალი კოლექციის სარეკლამო ფოტოსესიაში გამოჩნდა და 2018 წლის საშემოდგომო სამოსი წარმოადგინა. ახალი ფოტოები კალიფორნიაში, უდაბნოს ფონზეა გადაღებული, სადაც ემა ულამაზეს კაბებს ირგებს.
29 წლის ვარსკვლავის ახალ ფოტოებზე, სადაც მას შემოდგომის ფერებში გადაწყვეტილი და ყვავილებით დაპრინტული კაბების დიდი კოლექცია აქვს წარმოგდენილი, ყურადღებას იქცევს ლეგენდარული ბრენდის ჩანთებიც. ამ დრომდე „ლუი ვუტონის“ ჩანთებს ასევე ოსკაროსანი მსახიობი, ალისია ვიკანდერი წარმოადგენდა. ამჯერად კი ეს მისია „ლუი ვუტონმა“ ემა სთოუნს გადააბარა.