LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემა უოტსონი ავტსტრალიური Vogue–ის შავ-თეთრ ფოტოსესიაში

96

მართალია „ურჩხულისა და მზეთუნახავის“ გადაღებების შემდე ემა უოტსონმა სამსახიობო მოღვაწეობა შეწყვიტა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრესამ მის მიმართ ყურადღება მოადუნა. ემა უოტსონმა Vogue-ის ავსტრალიური ვერსიის მარტის ნომრის ყდა დაამშვენა. მსახიობმა არა მხოლოდ შავ-თეთრ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, არამედ მიწვეულ რედაქტორადაც „იმუშავა“.

Vogue-ის არჩევანი სრულიად ლოგიკურია, რადგან მარტის ნომერი იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც ცდილობს გარშემომყოფები სამყაროს შეცვლისკენ განაწყოს. უოტსონმა ნომრისთვის ესე დაწერა, სადაც სწორედ უკეთესობისკენ შეცვლაზეა საუბარი.

თავად სიტყვა „შეცვლა“ უკვე დაძაბვას იწვევს, აშინებს ადამიანებს მოსალოდნელი შედეგითა და წარუმატებლობის შიშს ნერგავს. ამიტომ, აი რა მინდა შემოგთავაზოთ – გემის მართვისას, კაპიტანს შეუძლია საჭე მხოლოდ ერთი გრადუსით გადაატრიალოს და კურსი რადიკალურად შეცვალოს. მე მინდა შემოგთავაზოთ, ნომრის წაკითხვის შემდეგ, შეიცვალოთ ერთი გრადუსით, რადგან თუნდაც უმნიშვნელო ცვლილება შესაძლოა მეტისმეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები