სოციალურ ქსელებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის ქცევამ. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მან ქეით მიდლტონთან ფლირტი გაბედა. ის მომავალ დედოფალს თვალს ვერ სწყვეტდა და გამუდმებით უღიმოდა.
ეს მოხდა სახელმწიფო ბანკეტის დროს, რომელიც სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ვიზიტის პატივსაცემად, უინძორის ციხესიმაგრეში გაიმართა.
ქეით მიდლტონი „ჟივენშის“ წითელ კაბასა და პრინცესა დაიანას ცნობილი ტიარით გალა ვახშამზე
„ოჰ ეს მოფლირტავე ფრანგი მამაკაცები“, „მომავალი დედოფლისთვის თვალის ჟუჟუნი უადგილოა“, „კიდევ კარგი, ბრიჯიტმა ვერ დაინახა, თორემ ცემა არ ასცდებოდა“, „ემანუელს ურჩევნია კამილას ეპრანჭოს, მას ხომ ასაკიანი ქალები მოსწონს“, – არ წყდება კომენტარები.
ყოველივე ამის ფონზე, ქსელში კვლავ გააქტიურდა საუბარი ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე. ბრიჯიტმა მეუღლეს კვლავ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. ახალ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოდის პირველი ლედი თვითმფრინავიდან, მეუღლე მას ხელს აწვდის, რათა დაეხმაროს ტრაპიდან ჩამოსვლაში, თუმცა, 72 წლის ბრიჯიტი აშკარად უარს ეუბნება მას და მის ჟესტს „აიგნორებს“.
ვიდეო: ბრიჯიტ მაკრონმა მეუღლეს კვლავ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა





