27 ნოემბერს, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი სამი მატჩი გაიმართა.
ერთ-ერთი შეხვედრა ,,დეტროიტ ლაიონსსა” და ,,გრინ ბეი პაკერსს” შორის შედგა, რომლის ტაიმებს შორის შესვენება მუსიკალურად, ჯეკ უაითმა გააფორმა.
შოუს პროდიუსერი, ემინემი იყო, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად მუსიკოსს სცენაზეც შეუერთდა.
რეპერმა 2002 წლის სიმღერა – ‘Till I Collapse შეასრულა, შემდეგ კი უაითთან ერთად The White Stripes-ის შემოქმედებიდან, Hello Operator იმღერა.
ცნობისთვის, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი სხვა მატჩების ტაიმ-აუტების მუსიკალურ ნაწილში, Post Malone და Lil Jon წარდგნენ.