LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური კადრები: ბორტგამცილებელი თავის საყვარელ მასწავლებელს 30 წლის შემდეგ ბორტზე შეხვდა

56
f576f96cb6fb7404

მასწავლებელს ბავშვების ცხოვრებაზე საოცარი გავლენის მოხდენა შეუძლია. პედაგოგი მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსიები გახდნენ. ქსელში გავრცელდა ძალიან ემოციური ვიდეო, სადაც ბორტგამცილებელი თავის სკოლის მასწავლებელს, 30 წლის შემდეგ პირველად ხვდება და მის მიმართ საოცარ პატივისცემას გამოხატავს. კადრებს ndtv.com ავრცელებს.

„გუშინ აფრენის დროს პატივი გვქონდა გვენახა მოსწავლისა და მისი მასწავლებლის შეხვედრა წლების შემდეგ. მადლობა ლორა ამ საოცარი მომენტის ჩვენთვის გაზიარებისთვის.“ წერია ვიდეოს აღწერილობაში.

ვიდეოში ბორტგამცილებელი სახელად ლორა თავის მასწავლებელს მის ო’კონელს მიკროფონით მიმართავს: „დღეს მასწავლებლების საერთაშორისო დღეა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიცნოთ ჩვენი ყველაზე გამორჩეული მასწავლებლები. ახლა ძალიან ემოციური ვიქნები, რადგან ვნახე ჩემი მასწავლებელი მის ო’კონელი, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ არ მინახავს.“
ამ სიტყვებს სხვა მგზავრების აპლოდისმენტები მოჰყვა.

ლორამ კი გააგრძელა: „ ის ჩემი ყველაზე საყვარელი მასწავლებელია და ამდენი წლის განმავლობაში არ მინახავს. ამ ქალმა შექსპირი შემაყვარა, პიანინოზე დაკვრა მომანდომა, ბევრი რამ მასწავლა..მადლობა მის ო’კონელ. მიყვარხართ.“

ამის შემდეგ ქალმა მასწავლებელთან მიირბინა და ყველაფერი გულთბილი ჩახუტებით დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები