LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ენა დაიმოკლოს, ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები..“ – თელავში ლევან ბერძენიშვილისგან „ერეკლე II-ის დასაცავად“ აქცია გაიმართა

721
BeFunky-collage (1)

თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან „ერეკლე II-ის დასაცავად“ – ლევან ბერძენიშვილისგან აქცია გაიმართა.

მედიაში გავრცელებული ცნობით, აქციაზე ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები იმყოფებოდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის. დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“.

ვოლსკის გამომეტყველებაა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო არსად არ მიიღონ… ევროპაში იპოვეს რამდენიმე ადამიანი, ვისაც აინტერესებდა საქართველო და ყველას აგინეს – ლევან ბერძენიშვილი

მათ ლევან ბერძენიშვილს მო­უ­წო­დეს, თავი შე­ი­კა­ვოს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რად­გან მე­ფის სა­ხე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან.

… „ენა უნდა დაიმოკლოს. გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს და ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები, და თელაველები განსაკუთრებით“, – განაცხადა აქციაზე პაატა გულიაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ პუბლიცისტმა ლევან ბერძენიშვილმა, – იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:

„სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითდეხბოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

„ის, რომ ლევან ბერძენიშვილს არ აქვს სრულყოფილი ცოდნა ერეკლეს ეპოქაზე, არ ნიშნავს, რომ მას ლექციების კითხვა ავუკრძალოთ“ – ამირან გომართელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g