ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე კოვიდსტატისტიკაზე საუბრისას ამბობს, რომ შეშფოთებულია, რადგან მნიშვნელოვან კლებას ელოდა.
„დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა“, – აცხადებს ენდელაძე.
მისი თქმით, ჯერ ძნელია იმის თქმა, დაიწყო თუ არა მეხუთე ტალღა.
„ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა – ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვვა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი.