LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენერგეტიკის სამინისტრო განახლებადი ენერგიების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს

84

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ  განახლებადი ენერგიების განვითარების სამოქმედო გეგმაზე გამართულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.

განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმა  ევროკავშირის განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივის (2009/28/EC) მიხედვით მზადდება. შეხვედრას გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-ის, ენერგოეფექტურობის ცენტრის და ენერგოკომპანიების წარმომადგენლები ასევე,  ქართველი და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიების განვითარებაზე.  გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში განახლებადი ენერგიების მიმართულების განვითარებას. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა  ასოცირების ხელშეკრულებას რაც თავის მხრივ ნიშნავს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას,  მათ შორის განახლებადი ენერგიების კუთხით. ასევე, 2017 წელს საქართველო გახდა „ენერგეტიკული გაერთიანების“ სრულუფლებიანი წევრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისწრაფვით ევროპული ენერგეტიკული სისტემების დანერგვისა და  განვითარებისათვის”-განაცხადა-რომეო მიქაუტაძემ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები