“სამწუხარია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გაიქცა დაბრაზიდან, როგორც სჩვევიათ. თუმცა, მე პატივს ვცემ საკრებულოს, მოსახლეობას და ვალდებული ვარ, ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი გავცე, მიუხედავად იმისა, რომ ენმ დესტრუქციული ძალაა” – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომის დატოვებას.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მერს კითხვები დაუსვეს ტაქსების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ღამის ეკონომიკის, იტალიური კომპანიების ტენდერებში გამარჯვებისა და სხვა საკითხებზე.
მთავარი კითხვა მერის მიმართ იყო – “თუ რატომ გააყალბეს არჩევნები”. ამ კითხვაზე კალაძეს ჯერ არ უპასუხია, თუმცა ირაკლი ნადირაძის კითხვაზე, თუ რატომ მწვავდება საცობების პრობლემა თბილისში და ხომ არ არის ეს არასწორი მუშაობის ბრალი, კახი კალაძე პასუხობს, რომ მიწისქევშა პარკინგებისთვის კონკრეტული ადგილები გამოიყო და ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ, მერია მზად არის ერთ ლარად გადასცეს აღნიშნული ლოკაციები.
“სამწუხაროდ მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოხატა დაინტერესება. თუ არ გამოხატეს,მერე მივიღებთ გადაწყვეტუკებას მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ეს პროექტი”- აღნიშნა კალაძემ
მერი ასევე გამოეხმაურა ირაკლი ნადირაძის კითხვას ღამის ეკონომიკასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ღამის ეკონომიკის დაკავშირება ნარკოტიკებთან კატეგორიულად მიუღებელია.
“ნადირაძე ღამის ეკონომიკასაც შეეხო და ნარკოტიკებს დაუკავშირა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ღამის ეკონომიკა, რა თქმა უნდა, განვითარდება და ღამის კლუბებიც. პირიქით, ჯანსაღი ცხიოვრბის ხელშეწყობით უნდა იყოს დაინტერესება”- თქვა კალაძემ
ამასთან, კახა კალაძე აუტიზმის პროგრამის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ მერია მზად არის აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის საჭირო რეაბილიტაციის პროგრამას საჭიროების შემთხვევაში თანხები დაემატოს.
“დავჯდეთ, შევიმუშავოთ სწორი კოცეფცია. თანხები თუ იქნება დასამატებელი, მზად ვართ დავამატით, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული”-
ცნობისთვის აუტიზმის პროგრამის მომლოდინეთა სიაში ამჟამად 125 ბავშვია. როგორც საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა მათ დასაფინანსებლად პრიგრამის 800000 ლარამდე გაზრდაა საჭირო.
ოპოზიციის კითხვების საპასუხოდ, კახა კალაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ძმას , მან მერიაში დააწყებინა მუშაობა.
“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს და ის მოხვდა კონკურსით ამ ადგილზე – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა.