2026 წლის 30 იანვარს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე დოკუმენტების უზარმაზარი მასალა გაასაჯაროვა. 3,5 მილიონი გვერდი, 180,000 ფოტო და 2000-მდე ვიდეომასალა.

ამჯერად გაგაცნობთ ცნობილ მოდელებს, რომლებიც ეპშტეინის უკანასკნელ „შავ სიაშია“ ნახსენები.
ნაომი კემპბელი – ლეგენდარული მოდელის სახელი ადრეც ფიგურირებდა ეპშტეინის თვითმფრინავის მგზავრთა სიაში. ახალი ფაილები კი ადასტურებს, რომ ნაომი მასთან კავშირს 2001-დან 2016 წლამდე ინარჩუნებდა.

ჰაიდი კლუმი – Victoria’s Secret-ის ყოფილი „ანგელოზის“ სახელი ვირჯინია ჯუფრეს ჩვენებებშია ნახსენები.

ევა ანდერსონ-დუბინი – „მის შვედეთი 1980“ ეპშტეინის პარტნიორი 11 წლის განმავლობაში იყო.

დები ჰადიდები – ჯიჯი და ბელა ჰადიდების სახელები ეპშტეინის 2015 წლის მიმოწერაში ფიგურირებს.

რუსლანა კორშუნოვა – რუსი მოდელი, რომელიც 2008 წელს ნიუ-იორკის ცათამბჯენიდან გადმოხტა, ეპშტეინის კერძო კუნძულზე 18 წლის ასაკში იმყოფებოდა.

ირინა შეიკი – როგორც ირკვევა, ეპშტეინი წლების განმავლობაში ცდილობდა ირინა შეიკთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ.

კრისტი ტარლინგტონი – მოდელის სახელი ეპშტეინის საკონტაქტო წიგნში იპოვეს.
