LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ნინო შარაშენიძე: ბევრად უკეთესია სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა, დღეს იყო პირველი მცდელობა ფეხზე გავლის

142
ნინო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზოგადი თერაპიული სტატუსი დინამიკაში გაუმჯობესდა, – ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ნინო შარაშენიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, თერაპიული სტატუსი რეაბილიტაციის ვადასა და ჩატარებული თერაპიის მოცულობას შეესაბამება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უფრო მხნედ და გაცილებით აქტიურია.

„პაციენტი თავს გრძნობს მხნედ და აქტიურია. იღებს საკვებს მკაცრად განსაზღვრული კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და რაც წერია დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინში.

სანდრო ცისკარიძემ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი და ჩემი აზრით, უკეთესი მდგომარეობა იყო.

კვების პარალელურად, რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების დოზირების კორექცია და ასევე, მათი ჩამონათვალიც კორეგირდება.

ჩვენთან ერთად დღეს იყო წარმოდგენილი არამხოლოდ ნევროლოგი და ენდოკრინოლოგი, არამედ იყო განსტროენტეროლოგი, რეანიმატოლოგი, როგორც ჩვენი კონსილიუმის წევრი, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოდან გულიკო ქილიფთარი.

ეტაპობრივად აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას. ფიზიკურად გაცილებით უფრო აქტიურია. დღეს იყო პირველი მცდელობა მისი გატარების. კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესაც გამოიყურება, ფიზიკურადადაც და ლაბორატორიულადაც. ბევრად უკეთესია მისი კლინიკური მდგომარეობა,“- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები