LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის ხელნაწერის გარჩევა გიჭირთ? Google-მა რეცეპტის წამკითხველი პროგრამა შექმნა

209
590281375098423

იმისათვის, რომ ექიმის ხელით დაწერილი რეცეპტის წაკითხვა უფრო მარტივი გახდეს, Google-მა სპეციალური პროგრამა შექმნა. საინტერესო ინოვაციის შესახებ TechCrunch წერს.

პროექტის ავტორთა განმარტებით, ექიმის რეცეპტი ზოგჯერ იმდენად რთულადაა დაწერილი, რომ მისი გარკვევა ფარმაცევტებსაც კი უჭირთ, თავად პაციენტზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ამიერიდან კი ეს პრობლემა ადვილად მოგვარდება. ახალი აპლიკაციის გამოყენების წესი ძალიან მარტივია. რეცეპტს ფოტო უნდა გადაუღოთ და ატვირთოთ, შემდგე კი პროგრამა საჭირო მედიკამენტების სიას თავად დაადგეს.

დასაწყისისთვის ენების ჩამონათვალი მწირია, თუმცა google-ში ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და უახლოეს მომავალში სია ბოლომდე შეივსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები