დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ბერძნული არდადეგები მოექცა. საქმე ისაა, რომ ლორენ სანჩესი საბერძნეთის კუნძულებზე, საქმროსთან, ექს-მეუღლესთან და მის ახლანდელ ცოლთან ერთად ისვენებს.
პაპარაცებმა ლორენი, ჯეფი, ლორენი ექსი, ტობი გონსალესი და მისი ცოლი ნავით სეირნობის დროს გადაიღეს.
რაც შეეხება მილიარდერის საცოლის ჩაცმულობას, ამ დღეს 54 წლის ლორენს ჯინსის მოკლე შორტი და შავი ზედა ამშვენებდა და შესანიშნავად გრძნობდა თავს ყოფილი ქმრის ამჟამინდელი მეუღლის გარემოცვაში.
ცნობისთვის, ლორენს ტობი გონსალესისგან ვაჟი, ნიკო ჰყავს.
ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის დიდი ბერძნული არდადეგები დაიწყო
როცა მილიარდერი საქმრო სახლში დატოვე – ლორენ სანჩესი ტყავის კაბაში ჯეფ ბეზოსის გარეშე გაშრიალდა