პოპულარულ სოციალურ ქსელ tiktok-ში ყველაზე გაპიარებულ ქალაქთა შორის ევროპული დასახლებები ლიდერობენ.
სპეციალისტებმა გააანალიზეს ციფრები, რათა დაედგინათ, თუ რომელ ქალაქს ჰქონდა ყველაზე მეტი ნახვა და შესაბამისად, ვიზიტორთა მეტი რაოდენობაც. რეიტინგში მოხვედრილ თითოეულ ქალაქს ჰეშთეგი #მოგზაურობა აერთიანებდა.
სიის პირველ ათეულში 4 ევროპული ქალაქი მოხვდა: პარიზი, ბარსელონა, ამსტერდამი, რომი და სტამბოლი.
თუმცა, ყველაზე პოპულარული ქალაქი სეული გახდა, კორეული ქალაქი tiktok-ზე ბევრად უფრო პოპულარულია ვიდრე პარიზი. აზიურმა დასახლებამ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.
სიყვარულის ქალაქი სიაში მეორე ადგილს იკავებს. პარიზმა 481 305 224 ნახვა მოაგროვა.
ესპანეთის კულტურის დედაქალაქი ბარსელონა მესამეა და მას 101 882 604 ნახვა აქვს.
ნიუ-იორკს და ტოკიოს მეცხრე და მეათე ადგილები ერგოთ.