ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც, საბოლოოდ, 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა და მაშინ მან ბაზარს 60 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.