ევროკონტროლის ქსელის მასშტაბით, რომელშიც საქართველოც შედის, ისტორიაში პირველად, თვის განმავლობაში 1 მილიონი ფრენა დაფიქსირდა. 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. ივლისში ევროპის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 35 000 ფრენა სრულდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საჰაერო სივრცის ფარგლებში ფრენების რაოდენობის რეკორდული ციფრი დაფიქსირდა 2017 წლის 28 ივლისს – საქაერონავიგაცია ამ დღეს 537 ფრენას (ინსტრუმენტალური + ვიზუალური ფრენები) მოემსახურა.
ფრენების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება არამარტო ივლისის თვეში, არამედ გასული 6 თვის განმავლობაში. საქართველოში ფრენების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 13,6%-ით არის გაზრდილი.