LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთად ჩავიფიქროთ სურვილები” – კალაძე თბილისის მაცხოვრებლებს ხვალ ნაძვის ხის განათების ღონისძიებაზე იწვევს

107
BeFunky-collage (23)

მინდა დავპატიჟო ჩვენი მოსახლეობა რომ ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ხვალ, 20:00 საათზე გვექნება ამის შესაძლებლობა, – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 31 დეკემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ გრანდიოზულ სცენაზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ჩართული იქნება 300-მდე მონაწილე.

„ჩვენს დედაქალაქში უკვე ტრადიციად იქცა მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება, წინა წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელით სახალხო ღონისძიების გამართვა, წელს ვაპირებთ, საღამოს 8 საათზე გავაკეთოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და ქალაქი გავანათოთ ილუმინაციებით. მინდა, დავპატიჟო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ჯგუფი „ნიუტონი“ და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი. წელს მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები გვექნება. 24 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება საახალწლო სოფელი და 14 იანვრის ჩათვლით, დედაენის ბაღში და ორბელიანის მოედანზე საახალწლო სოფელი განთავსდება. აღნიშნულ ადგილმდებარეობაზე 24 დან 14 იანვრის ჩათვლით, სპეციალურად მოწყობილი სივრცეებში ღონისძიებები ყველა თაობის ადამიანისთვის გაიმართება“,  – განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საახალწლო ბიუჯეტი თბილისში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g