LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად კორონავირუსის წინააღმდეგ – ირინა შეიკი, რობერტ დე ნირო და სხვა ვარსკვლავები იტალიის მხარადსაჭერად

154
20200318-ira-post

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიო კინოინდუსტრია და მოდის სამყარო სულ თავდაყირა დააყენა. გადაიდო უამრავი კინოპრემიერა, მუსიკალური ფესტივალი, გაუქმდა მსოფლიო ტურნეები და სხვადასხვა კონცერტი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ჯორჯო არმანიმ, დოლჩე და გაბანამ საქველმოქმედო ფონდებში მილიონები გადარიცხეს, ისევე როგორც სხვადასხვა მსახიობმა, მათ შორის რაიან რეინოდლსმა და მისმა მეუღლე, ბლეიკ ლაივლიმ.

ბლეიკ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს

მსახიობი ბლეიკ ლაივლი და მისი მეუღლე, რაიან რეონოლდსი ქველმოქმედებას აქტიურად ეწევიან

უკანასკნელი მოვლენების ფონზე, ჟურნალმა Vanity Fair უამრავი ვარსკვლავი ერთად შეკრიბა, ისინი კორონავირუსის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და იტალიის მხარდასაჭერ აქციაში ჩაებნენ.

ჟურნალის გარეკანზე ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან: ირინა შეიკი, რობერტ დე ნირო, ჯონათან ანდერსონი, სტელა მაკკარტნი და ა.შ… გარეკანის მთავარი წარწერაა #iloveitalia

https://www.instagram.com/p/B9zdCoNoCla/?utm_source=ig_embed

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები