ერთადერთი ქალიშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, 79 წლის ტომი ლი ჯონსი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. ვარსკვლავი მეუღლესთან, დონ ლორელ-ჯონსთან ერთად, ორშაბათს ტეხასის შტატში, სან-ანტონიოში „განადგურებულ მდგომარეობაში“ დააფიქსირეს.
„საკუთარ თავს აღარ ჰგავს. კაცისთვის, რომელიც ყოველთვის ძლიერი ჩანდა, შვილის დაკარგვამ წარმოუდგენლად მძიმე დარტყმა მიაყენა“, – განაცხადა მსახიობის ახლო წყარომ.
ცნობისთვის, ვიქტორია ჯონსი 1-ელ იანვარს სან-ფრანცისკოში, ძვირადღირებულ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ის რამდენიმე თვით ადრე, კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზში საზოგადოებრივ ადგილას ალკოჰოლური თრობის ბრალდებით დააკავეს. ამავე საქმეზე მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ედებოდა ბრალად. გოგონას ასევე ბრალად ედებოდა „ტოლუენის“ გამოყენება, ნივთიერება, რომელიც ხშირად გვხვდება საღებავების გამხსნელებსა და წებოებში და რომლის ინჰალაციაც ეიფორიულ ეფექტს იწვევს. ამ ეტაპზე ვიქტორია ჯონსის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი საჯაროდ არ არის დასახელებული.
ტომი ლი ჯონსის ერთადერთი ქალიშვილი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს – შემაშფოთებელი დეტალები
