LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ჭიქის გამო გერმანიაში მთელი მატარებლის ევაკუაცია მოხდა

92

ერთი ჭიქის გამო გერმანიაში მთელი მატარებლის ევაკუაცია მოხდა. ჩქაროსნული მატარებელი ბავარიიდან გესენის მიწის მიმართულებით მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთ ვაგონში ლაბორატორიის ჭიქა იპოვეს. ჭურჭელში უცნობი ნივთიერება იყო მოთავსებული, რამაც გამცილებლები და მგზავრები ძალიან შეაშინა. სწორედ ამიტომ, მატარებელი უახლოეს სადგურზე გააჩერეს და მთლიანად დაცალეს. ადგილზე პოლიციელები და მეხანძრეები მივიდნენ. სპეციალისტებმა ვაგონებში ჰაერი შეამოწმეს, შემდეგ კი ჭიქა ლაბორატორიაში გადაიტანეს. ვაგონი, რომელშიც უცნობ ნივთიერებას გადააწყდნენ საერთოდ მოხსნეს და რეისი მის გარეშე, რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები